29 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
რა იცვლება ოპონენტებისთვის ბიძინა ივანიშვილის წასვლით - ოპოზიციას დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი პარტიის შესუსტების მოლოდინი აქვს 

ოპოზიციის მოლოდინია, რომ დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი ყველაზე მსხვილი პარტია, თანდათან შესუსტებას დაიწყებს და ამ ფაქტს შიდა დაპირისპირებები მოჰყვება. "ქართული ოცნება" კი, ოპონენტებს ამ იმედების გაცრუებას, ერთიანობით ჰპირდება, რომლის დემონსტრირებაც დღეს, გუნდმა საგამოფენო სივრცის დარბაზში წარმოადგინა.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ახალი და ძველი სახეები ქვეყნას წარმატებას, გუნდს კი სიახლეებს მოუტანენ.

მთავარი პრიორიტეტი, რის მიხედვითაც საბჭო დაკომპლექტდა, "ოცნების" წევრების თქმით, განახლებული გუნდის პროფესიული უნარებია. პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" სრული ნდობა აქვს.

დღის ამბები