29 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
50 წლის მამაკაცმა საკუთარი დაბადების დღის სტუმრები დანით დაჭრა - კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები

მეგობრებს შორის ჩხუბში გადაზრდილ დაპირისპირებას სისხლიანი გარჩევა მოჰყვა. 50 წლის მამაკაცმა საკუთარი დაბადების დღის სტუმრები დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში მოხდა.

კონფლიქტის დაწყების სავარაუდო მიზეზი მამაკაცების საქმიანობაა. დაპირისპირებაში მონაწილე ოთხივე პირი ერთ სფეროში მუშაობდა. 

კონფლიქტის დაწყების შემდეგ იუბილარმა ერთ-ერთი სტუმარი დანის გამოყენებით ხელში დაჭრა. ამის შემდეგ ღია ჭრილობები კიდევ ორ პირს, უკვე გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიაყენა. სამივე დაჭრილი გურჯაანის ”ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. 

სამართალდამცველებმა დამნაშავე კონფლიქტიდან რამდენიმე საათში, სოფელ ზეგაანის ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა. გამოძიება სამი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 50 წლის მამაკაცს 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულისთვის პროკურატურას ბრალი ჯერ არ გაუცნია. 

დღის ამბები