29 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მძევლად აყვანილი 2 პირის საქმე - ბრალდებულის დედა მის შვილზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

კასპში მძევლების აყვანის ფაქტზე დაკავებულის დედა აცხადებს, რომ მან დეტალები არ იცის, თუმცა მისი ვარაუდით შვილზე შესაძლოა ზეწოლა ხორციელდებოდა, რომელიც მის ბიზნეს საქმიანობასთან არის კავშირში. 

ბრალდებული ყოფილი პოლიციელია. ოფიციალური ინფორმაციით, 27 წლის გიორგი მენაბდიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018 წელს დატოვა.

მენაბდიშვილმა კასპში მის კუთვნილ საწარმოში მძევლად ორი მოქალაქე დღეს დილას აიყვანა, მძევლების გათავისუფლება კი პოლიციამ მოლაპარაკების შედეგად, რამდენიმე საათის წინ შეძლო.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული კასპში, საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფით შეიჭრა. "კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი, საამქროს ერთ-ერთი მფლობელია, უთანხმოება კი ბიზნესს უკავშირდება.

დღის ამბები