29 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ნამოხვანჰესის მშენებლობის მომხრეების აქციის პარალელურად პროექტის მოწინააღმდეგეებმა კონტრაქცია გამართეს

რიონის ხეობის მოსახლეობამ ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2 კონტრაქცია გაიმართა - ადგილობრივების ნაწილი მთავრობას ჰესის მშენებლობას მოუწოდებს, ნაწილი კი პროექტის შეჩერებას ითხოვს. 

პროექტის მოწინააღმდეგეები ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით უკვე 83-ე დღეა რაც საპროტესტო რეჟიმში იმყოფებიან. აქციის მონაწილეების თქმით, მათ უსაფრთხოების გარანტიები ამ დრომდე ვერც ხელისუფლების და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ვერ მიიღეს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

დღის ამბები