გერმანიის "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ახალი ლიდერი არმინ ლაშეტი გახდა. მის სასარგებლოდ 521-მა წევრმა 466-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.
59 წლის ლაშეტი ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მოიაზრება. სექტემბერში დაგეგმილი ფედერალურ არჩევნებში, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ლაშეტი კანცლერის პოსტს დაიკავებს.