29 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"ქართული ოცნება", როგორც ერთიანი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგად სიტუაციაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების თავმჯდომარე დღეიდან ირაკლი კობახიძე იქნება. ის ამ თანამდებობაზე, ცოტა ხნის წინ, პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს.

"ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან ბრძოლას გუნდი განახლებული ენერგიით დაიწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სამი ძირითადი ხედვა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის.

"ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების, ეს არის სამი ძირითადი მიმართულება: დემოკრატიის გაძლიერება; უსაფრთხოების, მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება.

ამ სამი ძირითადი მიმართულებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან ერთად უზრუნველვყოთ პროგრესი,"-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თავდაცვის მინისტრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს "ქართული ოცნება" ერთიანი განახლებული ძალებით დაძლევს.

"ქართული ოცნება", როგორც ერთიანი გუნდი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და ზოგად სიტუაციაზე. ჩვენ განახლებული გუნდით და ერთიანი ძალებით შევძლებთ დავძლიოთ მოსახლეობაში არსებული პრობლემები,"-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები