სპეცოპერაცია კასპში - "კურიერის" ინფორმაციით, ქვის საამქროში შეიარაღებულ პირს 2 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სამართალდამცველი საამქროს მფლობელია და მან მძევლად საწარმოს მუშები აიყვანა.
უთანხმოება სწორედ ბიზნესს უკავშირდება. ინფორმაცის დილიდან გახდა ცნობილი, თუმცა "კურიერი" მძევლის გათავისუფლებამდე სამართალდამცველებისა და დაკავებულის მოლაპარაკებების პროცესს საგანგებოდ არ გადასცემდა პირდაპირ ეთერში, რათა ოპერაციას ხელი არ შეშლოდა.
"კურიერის" ჯგუფი ადგილზე იმყოფება, განახლებულ ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.