29 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
გურჯაანში სამი პირი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ამ დრომდე არ არის დაკავებული ეჭვმიტანილი, რომელმაც ცივი იარაღით სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა.  

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მოათავსა. მედიკოსების თქმით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. მათი შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.  

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

დღის ამბები