29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მინდა ვკითხო "ლელოს", სად არის მესამე ძალა, რატომ შეიყვანეთ ამომრჩეველი შეცდომაში? გამოდის, რომ ისევ მიშას ჭკუაზე დადიხართ - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე "ლელოს" ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. მისის თქმით, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს მისი პარტია პოლიტიკურ ველზე მესამე ძალად გააცნო, საბოლოოდ კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდა. 

"მინდა ლელოს ვკითხო, ჩემი მეგობრები სულ მეკითხებიან, ვინც "ლელოს" მისცა ხმა. რატომ შეგვიყვანეს შეცდომაში? ასე თქვეს - "ჩვენ არ მიგვიცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმა. 

ამ ხალხმა რა ქნას?! თქვენ, რომ ამბობთ, რომ 52% აიღო ოპოზიციამ კი ბატონო, მაგრამ გამოვიდა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო ეს 52%? მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ? მაშინ თავიდანვე უნდა გეთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იყო და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ხართ ყველა.

დღეს ვინც ცოტა კონსტრუქციულ ნაბიჯებზე ფიქრობს, ყველა სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს.

მე მოტყუებულად მიმაჩნია ის ადამიანები, ვინც მესამე ძალას მისცა ხმა და ეს მესამე ძალა არ არის. გამოდის, რომ ისევ მიშას ჭკუაზე დადიხართ და ისევ სააკაშვილის გუნდი ხართ, არ არის ეს კარგი,"- აღნიშნა "ღამის კურიერში" ირმა სოხაძემ.

დღის ამბები