29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
კალაძე შეიძლება იყოს ფიგურა, რომლისგანაც ახალი ფსვდოოპოზიცია წარმოიქმნას - თეონა დოლენჯაშვილი

მწერალ თეონა დოლენჯაშვილის განცხადებით, სავსებით მოსალოდნელია, რომ "ქართული ოცნებიდან" ცალკე ჯგუფად ფსევდოოპოზიცია ჩამოყალიბდეს.

თეონა დოლენჯაშვილის აზრიტ,  კახი კალაძე სწორედ ის ფიგურაა, რომლისგანაც, შესაძლოა, ახალი ოპოზიცია წარმოიქმნას. მისივე განმარტებით, სწორედ ეს ახლადწამოზრდილი ოპოზიცია იქნება ბიძინა ივანიშვილის ახალი საყრდენი.

"თუკი თვითონ "ოცნებიდან" ამოიზრდება ოპოზიცია, რაც ალბათ დიდად მოსალოდნელია, თუნდაც კალაძის ბოლო გამოსვლა რომ გავიხსენოთ, სადაც მან თქვა, რომ "სადაც არ უნდა ვიყო, ხალხს ვემსახურები" - ეს უკვე მინიშნებაა, რომ ადამიანები საკუთარ, ახალ-ახალ თავშესაფრებზე თუ ახალი, თუნდაც ოპოზიციის ფორმირებაზე ფიქრობენ. პრინციპში, ეს ერთგვარად დააანონსა კიდეც რაღაც გაგებით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ წერილშივე და ისიც რომ თქვა, რომ "მე შეიძლება არ ვიყო "ოცნების" მხარდამჭერი" - ეგეც მაგას გულისხმობდა. ანუ, მე ველოდები "ოცნებიდან" ოპოზიციის ამოზრდას.

მე ვფიქრობ, რომ კალაძე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც არის საკმაოდ რეიტინგული, რომ სწორედ მისგან წარმოიქმნას ახალი ოპოზიცია, ფსევდოოპოზიცია, რომელიც თუნდაც, შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ახალი საყრდენი," - განაცხადა "ღამის კურიერში" თეონა დოლენჯაშვილმა.

დღის ამბები