29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
მამუკა მდინარაძე დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და პარტიის გენმდივნის თანამდებობის შესაძლო გაუქმებას გამოგონილ ამბავს უწოდებს

მმართველი პარტია ხვალინდელი ყრილობისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ დასრულდა "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა, სადაც სწორედ ხვალინდელი დღის საორგანიზაციო საკითხებზე იყო მსჯელობა. დეტალები, რა სიახლეებს სთავაზობს ოცნება დელეგატებს, ოფიციალურად ისევ არ საჯაროვდება.

ცნობილია, რომ პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს და პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა, პარტიის მმართველობითი ორგანო 15-დან 21 წევრამდე იზრდება და მასში ძველ სახეებთან ერთად პოზიციებს "ქართული ოცნების" ახალი სახეებიც გაინაწილებენ.

დაგეგმილია პარტიის მართვის სტრუქტურული ცვლილებებიც, მაგალითად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ეყოლება მდივანი და "კურიერის" ინფორმაციით, ამ თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე დაიკავებს.

"ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს განახლება დღის წესრიგში პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დადგა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

"დღევანდელ შეხვედრაზე იყო საორგანიზაციო საკითხებზე საუბარი და პოლიტსაბჭოს მომავალ წევრებზე საუბარიც, რომელიც ხვალ უნდა აირჩიოს "ქართულმა ოცნებამ". არანაირი დაპირისპირება ჩვენთან გუნდში არ არის, ეს არის გამოგონილი ამბავი.

თანამდებობა, რომელსაც კახი კალაძე იკავებს, არის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული, სტრუქტურული მოწყობის გამო პარტიაში არ უქმდება და არც გაუქმდება არც კი ყოფილა ამაზე საუბარი,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები