29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა აიცრას კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად - პირველი ეტაპის იმუნიზაციის ჯგუფი უკვე განსაზღვრულია 

საქართველოში თანხმდებიან, რომ ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა მოხდეს. ქვეყნის შიგნით და გარეთ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

დღეს სპეციალურმა კომისიამ იმსჯელა, პრიორიტეტები განსაზღვრა და ვაქცინის დანერგვის გეგმის პირველი პროექტიც მიიღო. მომზადებული დოკუმენტი "კოვაქს" პლატფორმას 18 იანვარს გადაეგზავნება. პარალელურად, წერილს საკოორდინაციო საბჭოც განიხილავს და მთავრობა დაამტკიცებს. 

მომზადებული გეგმის გარკვეული პუნქტები უკვე შესრულებულია, ასევე განსაზღვრულია სამიზნე ჯგუფები, ვინც პირველი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვება და ლოჯისტიკური საკითხები, რომელიც გულისხმობს ვაქცინის შენახვის პირობებს.

აქტიურად მიმდინარეობს გეგმის მესამე პუნქტზე მუშაობა, რაც ხარისხიანი ვაქცინის შემოტანას გულისხმობს. გეგმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა. გიორგი გახარია მოქალაქეებს აიმედებს, რომ ვაქცინას, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საერთაშორისო წამყვანი სააგენტოების რეკომენდაცია ექნება და უსაფრთხოების ნორმებსაც დააკმაყოფილებს.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების 50%-ზე მეტი ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ერთ წელიწადში მოსახლეობის 60% მაინც უნდა აიცრას, რომ ვირუსის გავრცელება შემცირდეს.

დღის ამბები