29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
42 დაღუპული და 600 დაშავებული - ინდონეზიაში დამანგრეველ მიწისძვრის გამო 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

42 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა ინდონეზიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. სულავესის კუნძულზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა ხიდები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიწისძვრის გამო ინდონეზიაში 15 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები