საბერძნეთი თურქეთში 1450 მიგრანტის დაბრუნებას გეგმავს. საბერძნეთმა ევროკომისიასა და ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს თხოვნით მიმართა იმ მიგრანტების დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებიც, საბერძნეთში თურქეთიდან ჩავიდნენ და თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.
იმ მიგრანტების დიდი ნაწილი, რომლის დაბრუნებასაც ქვეყანა თურქეთში გეგმავს, კუნძულ ლესბოსზე იმყოფება, სადაც გასულ წელს ხანძრის შედეგად მიგრანტების უდიდესი ბანაკი განადგურდა.