ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, დღეს დაცვის მხარის კითხვებს საქალაქო სასამართლოში თითქმის 3 საათი პასუხობდა.
ბრეგვაძემ არაგვის ხიდზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუმცა კონკრეტულად არ თქვა ვინ მონაწილეობდა კონფლიქტში. ადვოკატი ამბობს, რომ ბრეგვაძე ამ ინფორმაციას არ ფლობს.
დღევანდელ გამოკითხვას წინ უძღოდა იაკობ ბრეგვაძის ვიზიტი გენერალურ პროკურატურაში. ფაქტმა დაცვის მხარეს გაუჩინა ეჭვი, რომ ბრეგვაძე უწყებაში სასამართლოს წინაშე დღევანდელი დაკითხვისთვის მოამზადეს.
5 ბრალდებულს, რომელთა პროცესიც დღეს საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. მათი მორიგი პროცესი 21 იანვარს მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.