29 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
2 დღეში "ქართული ოცნების" 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს - მმართველ პარტიას 6 ახალი სახე ემატება

2 დღეში "ქართული ოცნების" 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებს. ყრილობისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. "ქართული ოცნების" ყრილობა ბოლოს 2018 წელს ჩატარდა და მაშინ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი მეორედ აირჩიეს.

თავმჯდომარის გარდა "ქართული ოცნება" ექსპო ჯორჯიაში შეკრებილ დელეგატებს პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც წარუდგენს. პარტიის მმართველი რგოლი 6 წევრით იზრდება და 15-ის ნაცვლად 21 წევრისგან დაკომპლექტდება. გავრცელებული ინფორმაციით, იქნებიან ახალი სახეებიც.

განახლებულ შემადგენლობაში იქნება ვასილ მაღლაფერიძე და კახა კუჭავა, ასევე სახელდებიან შალვა პაპუაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე.

ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები