29 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
კონსულტაციების ახალი ეტაპი "მოქალაქეების" ინიციატივით - ინდივიდუალური შეთანხმება "ოცნებასთან" თუ გაფართოებული ფორმატის მორიგი რაუნდი

პირველი კონსულტაციები შედგა. "მოქალაქეებმა" საკუთარ პოზიციაში ჯერ "გირჩი" დაარწმუნეს, შემდეგ კი თავად გაიზიარეს მასპინძლის წინადადება. პარტიებში მიაჩნიათ, ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებებისა და პატიმრების გათავისუფლების გარდა, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებზეც უნდა შეჯერდეს. 

თვითონ შეთანხმდნენ, ახლა კი სხვების დარწმუნებასაც შეეცდებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა განაპირობოს.

პარტიების წუხილები ისევ რიგგარეშე არჩევნების გარშემოა. "ნაციონალური მოძრაობა" "გირჩისა" და "მოქალაქეების" წინადადებაში პარლამენტში შესვლის სურვილს და ხელისუფლებასთან გარიგებას ხედავს. ევროპული საქართველო კი, რომელთანაც ელისაშვილი ინდივიდუალურ კონსულტაციას გამორიცხავს, მიიჩნევს, რომ ელისაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს.

ოპოზიციის შიდა კონსულტაციებისთვის პარტიები უკვე შერჩეულია. უახლოეს დღეებში მოქალაქეები "გირჩთან" ერთად სტრატეგია აღმაშენებელსა და "ლელოს" შეხვდებიან. პარტიებში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტულ საკითხად კვლავ რიგგარეშე არჩევნები რჩება, თუმცა მისი დანიშვნის კონკრეტულ პირობებზე კოლეგებთან მსჯელობას აპირებენ.

დამატებით ვარიანტის განხილვას ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლება არ აპირებს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა რიგგარეშე არჩევნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განაპირობოს, თუკი ოპოზიცია დაამტკიცებს რომ არჩევნები გაყალბდა.

მზაობა ორმხრივია. ოპოზიციასთან მოლაპარაკების შემდეგ "მოქალაქეები" და "გირჩი" კონსულტაციებს მმართველ გუნდთანაც აპირებენ.

დღის ამბები