29 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
ერთი სოფლის ორი აღმსარებლობა - ვინ ცდილობს გურიაში სიტუაციის არევას და ვინ არის პირი, ვინც რადიკალებთან კავშირში არა ერთხელ არის შემჩნეული

სოფელ ბუკნარში, სამლოცველო სახლის გამო სამი დღის წინ დაწყებული კონფლიქტი დღეს შეთანხმებით დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების, მუფთის და ბუკნარელების მონაწილეობით გამართულ აუდიენციაზე ითქვა, რომ სოფლის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური პრაქტიკის აღსრულებას თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლებენ.

სოფელში მცხოვრები ქრისტიანების მხრიდან დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ისინი ლოცვას არავის უშლიან. ადგილობრივების თქმით, სოფელში დაძაბულობა გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სალოცავ სახლთან მინარეთის მშენებლობა იგეგმებოდა. მათივე თქმით, სოფელში ადგილობრივები ერთმანეთთან მორიგდნენ, თუმცა გუშინ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბუკნარში ბათუმიდან და ხულოდან რადიკალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი ჩავიდა.

აჭარიდან მუსლიმები ბუკნარში გუშინ ჩავიდნენ. მათი პოზიცია ფირუზ წულუკიძემ გააჟღერა, რომელიც ამბობს, რომ აჭარიდან გურიაში ჩასვლის მიზანი სოლიდარობის გამოცხადებაა. თუმცა ფირუზ წულუკიძე ბოლო დროს ჩატარებულ არაერთ ხმაურიან ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობდა და მისი სახელი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზეც გაჟღერდა. მისი სახელი უკავშირდება აჰმედ ჩატაევსაც

მერიასთან შეკრებილი მუსლიმების პროტესტი მოჰყვა ადგილზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას. 

სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ხვალ მართლმადიდებელი სასულიერო პირის, მუფთის, ადგილობრივი ხელისუფლების და ბუკნარელების მონაწილეობით სიმბოლური შერიგების აქტიც უნდა შედგეს. ხვალვე უნდა გაიმართოს მუსლიმთა ყოველკვირეული ლოცვა. 

დღის ამბები