29 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
"ევროპული საქართველო" მზად არის ელჩების თანდასწრებით ხელისუფლების გონივრული წინადადება განიხილოს - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი ელჩების თანდასწრებით, მზად არის განიხილოს ხელისუფლების გონივრული წინადადება არსებული კრიზისის განსამუხტად.

"მეხუთე რაუნდი, თუკი ის გაიმართება, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, რა თქმა უნდა, "ევროპული საქართველო" ერთად, ერთ სწორ ფორმაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ოპოზიციას არ ვათვლი ალეკო ელისაშვილს, რომელიც "ქართული ოცნების" მხარეს არის გადასული დიდი ხნის წინ, ელისაშვილი-ინჯიას ტანდემის სახით, მთლიანად ოპოზიცია, მათ შორის, "ევროპული საქართველო" მზად არის განიხილოს გონივრული წინადადება კრიზისის განსამუხტად,"-განაცხადა "დღის კურიერში" "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები