29 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ის, რაც ხდება, თავისთავად რაღაც ინტერესები იკვეთება - რელიგიის სააგენტო

გურიაში მომხდარი დაპირისპირების განმუხტვაში მონაწილეობას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის წარმომადგენლები ადგილზეც იმყოფებიან. სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს გურიაში პრობლემები არ შეექმნებათ. 

რელიგიის თავისუფლება და ლოცვის უფლება არის უზრუნველყოფილი, მუსლიმ თემთან შედგა შეთანხმება - ამის შესახებ საუბრობენ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, მოლაპარაკებების პროცესში 2 დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ მათი წარმომადგენლები და როგორც ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული პროცესში სხვა ინტერესები იკვეთებოდეს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.

"რასაც ჰქვია რელიგიის თავისუფლება და ლოცვის უფლებების დაცვა - ეს გარანტირებულია ერთის მხრივ კონსტიტუციით და მეორეს მხრივ, ბუნებრივია, სახელმწიფო უზრუნველყოფს, აღიარებს და თავისთავად დაცული არის, რომ ლოცვა განხორციელდეს, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს არც მოსახლეობის მხრიდან და შესაბამისად, არც ხელისუფლების მხრიდან.

სიტუაციის დარეგულირებისთვის კარგი იქნება თუ სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან იქ ჩასული ხალხი, გარკვეული ჯგუფი მუსლიმებისა, დაბრუნდნენ თავიანთ რაიონებსა და ქალაქებში და შესაბამისად, მერწმუნეთ, ყველაფერი დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და იქნება სიწყნარე.

ის, რაც ხდება, თავისთავად რაღაც ინტერესები იკვეთება, მაგრამ არაკეთილმოსურნეები შესაძლებელია, არსებობდეს და აქედან გამომდინარე, ამაზე მიდის მუშაობა და სახელმწიფო გააკეთებს თავის მკაფიო და მკაცრ პოზიციას," - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

შეგახსენებთ, გურიაში 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი.

დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია.

დღის ამბები