29 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"ფეხების ბაკუნის დრო არ არის" - "გირჩის" და "მოქალაქეების" შეხვედრა დასრულდა

შევა თუ არა პარლამენტში ალეკო ელისაშვილის პარტია - ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოპოზიციის შიდა კონსულტაციები დასრულდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მარტოც რომ მოუწიოთ საკანონდებლო ორგანოში შესვლა თუ მათთვის მისაღები შეთანხმება იქნება მიღწეული ამ ნაბიჯისთვის მზად არიან. პარალელურად, მოქალაქეები მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტიებთან, დღეს შეხვედრა გაიმართა გირჩის ოფისში, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საბოლოოდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას სურს პარლამენტში შესვლა და ისინი ახლა ცდილობენ თავიანთი სიტყვის ტყვეობიდან გამოსვლას.

"თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნება" დამარცხდება, ჯამურად, ოპოზიციასთან, მაშინ 2022-ში დაინიშნოს არჩევნები. ეს გვაინტერესებს, მისაღებია თუ არა ოპოზიციისთვის. თუ მისაღებია, მაშინ რატომ ვაჭიანურებთ მეხუთე რაუნდს? ყველა პარტიას უნდა საბოლოო ჯამში პარლამენტში შესვლა, ყველა ეძებს თავისი სიტყვის ტყვეობიდან გამოსავალს. დავეხმარებით ნებისმიერს, ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და გირჩს დარწმუნება არ გვჭირდება და მზად ვართ სხვები დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები