29 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
დავრჩებით მეგობრებად - ანზორ ბიწაძე გიგლა ბარამიძის წასვლის მიზეზად დაპირისპირებას გამორიცხავს

გიგლა ბარამიძის მიერ, "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" დატოვების მიზეზად, პარტიის წევრი ანზორ ბიწაძე გუნდის შიგნით რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს. 

ანზორ ბიწაძის თქმით, მან არ იცის, თუ სად გააგრძელებს უკვე ყოფილი თანაპარტიელი მოღვაწეობას. რადგან, ამ ეტაპზე, თავად გიგლა ბარამიძე საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ გიგლასთან ერთად რამდენჯერმე ამ საკითხზე, ძალიან მეგობრულად. ის არის ჩვენი მეგობარი და რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრად რჩება. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მე რამდენადაც ვიცი, ბატონ გიგლას ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს თავისი გეგმები, სავარაუდოდ, ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს და ამის სურვილი არ აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, თავადაც არ არის ჩამოყალიბებული ამ გეგმებთან დაკავშირებით. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ მეგობრებიც ძალიან ახლო და ასეთებად დავრჩებით და რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ იმ განვლილ 8 წელს, რომელიც ერთად გავატარეთ ძალიან მძიმე ბრძოლაში სხვადასხვა ეტაპებზე,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

"ერთიანი საქართველოდან" წასვლის მიზეზად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და ნინო ბურჯანაძესთან ან პარტიის სხვა წევრებთან დაპირისპირებას გამორიცხავს.

დღის ამბები