29 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
"არ წავალ და სანგრებში არ ვიქნები სადღაც გამაგრებული" - გიგლა ბარამიძე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” ყოფილი გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე პარტიიდან მისი წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მას ეკუთვნის და ამის მიღმა, რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მისი თქმით, საჭიროდ ჩათვალა, მისი მოღვაწეობის ეს ეტაპი დასრულებულიყო.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ როდესაც ჩამოყალიბდება კონკრეტულ იდეებზე, ამის შემდეგ გააჟღერებს.

"არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იყოს, გადავწყვიტე წასვლა, იმიტომ რომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი თავი ამ მიმართულებით ამოვწურე.  მიმაჩნია რომ რაღა ეტაპები გადადგმულია და რაღაც ახალი შეიძლება იყოს მომავალში.

სამწუხაროდ, ამ წამიდან, მე რა თქმა უნდა, შეიძლება მრავალათასიან უმუშევართა რიგებს შევერიო, მაგრამ მომავალში რა იქნება ვნახოთ. მაგრამ ის, რომ რაღაც გარკვეული გამოცდილების კაცი პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ თუ ცხოვრებისეულ მოუსავლეთში არ წავალ და სანგრებში არ ვიქნები სადღაც გამაგრებული, ამას რა კითხვა რა უნდა.

პოლიტიკიდან თუ სხვა მიმართულებიდან წასვლა საქართველოში მყოფი ადამიანისთვის, თუკი ის აქტიურია, მე მგონი პირდაპირ თუ ირიბად ჯვარი არ დაესვას ამას,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

დღის ამბები