კაპიტოლიუმი კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას წერს, დღეს დონალდ ტრამპი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვის წინააღმდეგაც იმპიჩმენტი უკვე მეორედ წამოიწყეს, თუმცა ჯერ მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში.
კონგრესი იმპიჩმენტის საკითხის წამოწყებით პრაქტიკულად "გეგმა B-ზე" გადავიდა, რადგან ვიცე პრეზიდენტმა დემოკრატებთან მოკავშირეობა არ ისურვა - უარი თქვა 25-ე შესწორება გამოეყენებინა,რომლის რეზოლუციაც კონგრესმა გუშინდელ სხდომაზე სიმბოლურად დაამტკიცა. ახლა კონგრესის გამოწვევა ისაა, რომ ტრამპის გადაყენების მოთხოვნა სენატში გავიდეს და წარმატებით დასრულდეს.
ჯო ბაიდენი ნელ-ნელა კაბინეტს კრავს და ინაუგურაციისთვის ემზადება, რომელიც ზუსტად 8 დღეშია ჩანიშნული. ამ დღეს ქვეყნის ისტორიაში პირველად გააკონტროლებს ეროვნული გვარდია, რომელსაც გადაწყვეტილია, რომ იარაღიც დაურიგდება. დედაქალაქში სულ მცირე 15 ათასი გვარდიელი იმოძრავებს.