29 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
რა მოხდა ფოლადაანთკარში - 17 წლის ცოტნე აღდგომელაძეს ავტომობილი განზრახ, მაღალი სიჩქარით დაეჯახა

პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავეს ბრალი დაუმძიმა. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ცოტნე აღდგომელაძე 44 წლის მამაკაცმა განზრახ მოკლა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს კონფლიქტი ჰქონდა მოკლულის ბიძასთან, რა დროსაც დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა 17 წლის მოზარდიც. უსაფრთხოების მიზნით ბიძამ ბავშვი სახლში გაუშვა. მას შურისძიების მოტივით დაედევნა ვანო ზანდარაშვილი და ავტომობილი მაღალი სიჩქარით განზრახ დააჯახა.

არასრულწლოვანი ცოტნე აღდგომელაძე მოპედით გადაადგილდებოდა, დაზიანებები კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

დამნაშავე შემთხვევიდან მეორე დღესვე დააკავეს. ბრალის ახალი დადგენილება გამომძიებლებმა დღეს გამოიტანეს.

დღის ამბები