29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
განადგურებული მოსავალი, დაზიანებული გზები და დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები - უხვი ნალექის გამო ზარალი დიდია

განადგურებული მოსავალი, დაზიანებული გზები და დატბორილი საკარმიდამო ნაკვეთები - პრობლემები იმერეთში უხვმა ნალექმა გამოიწვია. ადიდდა მდინარე რიონი და შეიცვალა კალაპოტი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ გომში, სადაც სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან.

დატბორილია საძოვრები და პირუტყვის სადგომები. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა რიონმა გვიან ღამით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიები სრულად დაფარა.

მდინარის ადიდების შემდეგ საფრთხე იმ ადამიანებსაც შეექმნათ, რომლებიც საქონლის გადარჩენას ცდილობდნენ. წყალმა გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მწყემსების გამოყვანა გართულდა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. 7 პირი უსაფრთხო ადგილზე, რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, მაშველების დახმარებით გამოიყვანეს.

იმერეთის პარალელურად, პრობლემებია აჭარაშიც. დაზიანდა გზის ინფრასტრუქტურა, წაღებულია სავალი ნაწილი და ჩამოშლის პირას არის მისული ხიდი. სტიქიით მიყენებული ზიანის გამოსწორების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

დღის ამბები