29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ვენდოთ თუ არა ვაქცინას - ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, არჩევანი დიდი იქნება და მოსახლეობას შიშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუკი დღეს ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს, რომ ესა თუ ის ვაქცინა არ ვარგა, ეს იქნება ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამაზე დარტყმა და ასევე მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში მოსახლეობის დათანხმება ვაქცინის გაკეთებაზე რთული იქნება. 

ბიძინა კულუმბეგოვმა ამ კონტექსტში ჩინური ვაქცინა ახსენა.  

"მე ვენდობი თამარ გაბუნიას სიტყვას, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ განიხილავს ჩინური ტიპის ვაქცინას. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა და ეს მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში თუკი ვინმეს კატის ნაკაწრი, ან ძაღლის ნაკბენი აქვს, ყველა ადამიანი ჩინური ვაქცინით იცრება. როდესაც ასეთი ფაქტის წინაშე ვდგებით, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვაქცინის ხარისხს ვარკვევდეთ. ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. თუკი, დღეს ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ვაქცინა არ ვარგა, ეს იქნება ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამაზე დარტყმა. 

საფრთხე განა იმაშია, რომ ვაქცინა შეიძლება ხარისხიანი იყოს ან არა, უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, თუკი ამაზე წავა საუბარი, ადამიანებს ვერ დავიყოლიებთ, რომ ვაქცინა გაიკეთონ. თუკი რომელიმე ვაქცინა აღიარებaს არ მიიღებს, ჩვენ ის არ უნდა მივიღოთ. არჩევანი კი დიდი იქნება და ამის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

დღის ამბები