29 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები - თამარ გაბუნიას განმარტება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა.

"სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლების და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლების და ბაღების გახსნაზე,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები