29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
თუკი თანხმობა ვერ შედგება, ეს ნათელს გახდის, რომ მათ რევოლუციური ინტერესები ამოძრავებთ - გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუკი ოპოზიციასა და მათ შორის შეთანხმება ვერ შედგება, ეს ნათელს გახდის იმას, რომ ოპოზიციის ნაწილს კვლავ რევოლუციური ინტერესები ამოძრავებს. 

"ოპოზიციურ სუბიექტებს თანხმობა ან რაიმე კონსტრუქციული შემოთავაზება თუ არ ექნებათ, ეს არის ლუსტრაცია და იმის მანიშნებელი, რომ ისინი არ არიან მზად, ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები, აქედან გამომდინარე, რევოლუციური სცენარი მოქმედებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დღეს საარჩევნო რეფორმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპოზიციის ვიწროპარტიული ინტერესები.

"დღეს საარჩევნო რეფორმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპოზიციის ვიწრო პარტიული ინტერესები. მე მგონია, რომ ის პარტიები, რომლებიც ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველთან, გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ჩაერთვებიან მნიშვნელოვან პროცესებში," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები