29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირებს მის პოლიტიკურ შეხედულებას - გიორგი ამილახვარი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია პოლიტიკური კუთხით თავისი პარტიის წევრებთან არ ექნება. 

"ბიძინა ივანიშვილი არანაირ პირად კომუნიკაციას პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ განახორციელებს და როგორც ერთ-ერთი ჩვენი რიგითი მოქალაქე, არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირებს მის პოლიტიკურ შეხედულებას. 

დღეს "ქართული ოცნება" საკმაოდ შეკრული გუნდია და არიან ისეთი ლიდერები პარტიაში, რომლებსაც შესწევთ უნარი, გაუძღვნენ პოლიტიკურ გუნდს. ჩვენ მზად ვართ, ეს პასუხისმგებლობა ერთიანად ავიღოთ. ძალიან რთული, გულდასაწყვეტი და ემოციურია ის, რომ პარტიის დამფუძნებელმა, სულისჩამდგმელმა და ბოლო წლებში, საქართველოში დემოკრატიული პროცესების განმავითარებელმა მთავარმა ფიგურამ პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ასევე, უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ამილახვარმა.  ​

დღის ამბები