29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
სპეციალისტების ნაწილისთვის მკაცრი შეზღუდვების გახანგრძლივება არარაციონალურია, ნაწილი კი კრიზისთან გამკლავების გზას მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს

მკაცრი შეზღუდვების გახანგრძლივება არარაციონალურია სპეციალისტების ნაწილისთვის. ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის, საცალო მაღაზიების ფუნქციონირება პრევენციული ღონისძიებების ფონზე შესაძლებელია. ექიმი ამბობს, რომ როდესაც ქვეყანას პიკი გადავლილი აქვს და ლაბორატორიული მონაცემები შემცირებულია, საზოგადოებას მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე საუბრობს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი. ზაზა წერეთელი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველი კვირის ბოლოს უნდა შეჯამდეს. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში განისაზღვროს, როგორი იქნება ჰოსპიტალიზაციის დატვირთვა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ამის მიხედვით კი გადაწყდეს, რა რეგულაციები მოიხსნას ან გაუქმდეს.

წინასწარ ცნობილია, რომ თებერვლიდან მკაცრი წესები სრულად არ გაუქმდება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მთავრობა ბიზნესსექტორთან აქტიურ შეხვედრებს აგრძელებს. სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოს წინ მძიმე 6 თვე აქვს.

დღის ამბები