29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
სტიქია საქართველოში - დაბლობში ადიდებული მდინარეები და მეწყერის საშიშროება მთაში

ერთკვირიანი ხანძრების ლიკვიდაციის შემდეგ, საქართველოს რეგიონებში წყალდიდობასთან ბრძოლა დაიწყეს.

იმერეთში პრობლემები უხვმა ნალექმა და ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. დაზარალდა სამტრედიის, ხარაგაულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები. დაიტბორა გზის სავალი ნაწილი, მოსახლეობის ნაკვეთები და სავარგულები.

რთული მდგომარეობაა შიდა ქართლშიც. დაბა სურამში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება. ამინდმა პრობლემები შექმნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზეც. ძლიერი წვიმისა და ნისლის მიზეზით გზის ახლადგახსნილ მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარასა და სვანეთშიც. მეწყერი ჩამოწვა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში. 

ზარალის დათვლის პროცესი სიტუაციის დასტაბილურებისა და სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში მომდევნო დღეებშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

დღის ამბები