29 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"6 სავაჭრო ცენტრში 17 000 ადამიანია დასაქმებული და ტესტირებას დიდი რესურსი სჭირდება" - სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები დამატებით ხარჯებზე საუბრობენ

პირველ თებერვალს დაანონსებული რეგულაციების შემსუბუქება, შესაძლოა, ყველა ობიექტს არ შეეხოს, ან შეზღუდვების ნაწილი დარჩეს ძალაში, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

პარალელურად, დღესვე ითქვა, რომ გაიხსნება დიდი სავაჭრო მოლები, თუმცა მათ საკუთარი თანამშრომლების პერიოდულად ტესტირება დაევალებათ. ამ საკითხზე დღეს 6 ცენტრის ხელმძღვანელებმა ონლაინ შეხვედრაზე იმსჯელეს.

"პირველი თებერვლიდან გახსნაზე და დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე იყო საუბარი, რაც გულისხმობს თანამშრომლების ტესტირებას "კოვიდ- 19-ზე", თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაგვიჩნდა სავაჭრო ცენტრებს, იმიტომ რომ ეს ვალდებულება ვისი შესასრულებელი იქნება, პირველი კითხვა ამას ეხება და მეორე, რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ დღეს ტესტირება უფასოა ნებისმიერი მოქალაქისთვის, შესაბამისად, დამატებითი ტვირთი თუ იქნება ეს ჩვენთვის, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრობლემები გვექნება, მხოლოდ ამ 6 სავაჭრო ცენტრში 17 000 ადამიანია დასაქმებული და ამდენი ხალხის ტესტირებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. ამიტომ ჩვენ ეს კითხვები მოვამზადეთ, მივაწოდებთ სახელისუფლებო ბლოკს და დაგეგმილია დამატებითი შეხვედრა," - განაცხადა სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა.

დღის ამბები