ეკატერინბურგში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის მცირეწლოვანიცაა.
ჯერჯერობით, ხანძრის მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის გამო საჭირო გახდა კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია.
ცეცხლი 9 სართულიანი კორპუსის მეორე სართულის სადარბაზოში გაჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ბინებში ბლოკირებული აღმოჩნდნენ.