29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ივანიშვილის წასვლით მმართველი პარტიის და ოპოზიციის თამაშის პირობები თანაბრდება - ვიქტორ ყიფიანი 

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენებს.

ყიფიანის შეფასებით, როგორც ხელისუფლებას, ისევე ოპოზიციას, ახლა პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზი თანაბრად აქვს მიცემული.

"ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ, სათამაშო პირობები, როგორც სახელისუფლებო პარტიის მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიის მხრიდან თანაბრდება. სახელისუფლებო პარტიას ამ შემთხვევაში ეძლევა სრული კარდბლანში, ის რჩება პირისპირ საკუთარ ინიციატივასთან, საკუთარ გამბედაობასთან და კომპეტენციასთან. მას სრულად დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად შეუძლია მიიღოს ესა თუ ის გადაწყვიტილება. ოპოზიციაც საკმაოდ არაორდინალურ და უჩვეულო ვითარებაში ექცევა, ნებისმიერი გადამისამართება ოპოზიციის მხრიდან ვინმეზე, როგორც მომიზეზების და ნიშნის მოგების თვალსაზრისით, ოპოზიციას ეს საფუძველი ამ შემთხვევაში გამოეცალა. ჩვენ მძიმეწონოსანის გარეშე დავრჩით ამ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე და ახლა ასპარეზი ორივე მხარეს თანაბრად აქვს მიცემული," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

 

დღის ამბები