29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ სულ დიმიტრი გელოვანის ძიების მოლოდინში ვიყოთ - ამირან სალუქვაძე 

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამდებობები არასდროს იზიდავდა და ამის დასტურიც არის ის, რომ 2013 წელს მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. 

ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან გასაქცევი არაფერი ჰქონია. 

"ფაქტია ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ იზიდავდა რაიმე თანამდებობები და ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნა და ამიტომ იყო როცა ის მოსვლიდან ერთ წელში, 2013 წელს გადადგა პრემიერობიდან და დატოვა პოლიტიკა. ახლანდელი წასვლაც დიდი ალბათობით, ამას უკავშირდება.

საუბრობენ მის გაქცევასთან დაკავშირებით, გაქცეული არჩევნებწაგებული პოლიტიკოსები, მათ შორის, თავმჯდომარეები ვნახეთ ჩვენ და ექსჩინოვნიკები. რა ჰქონდა გასაქცევი, არ ვიცი.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ორ პარტიული მხარდაჭერა, როგორც სახელმწიფოს და როგორც ქვეყანას და ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს ბევრჯერ განაცხადეს ამერიკის სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებმა, რომ ისინი მხარს უჭერენ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყანას. "ქართლი ოცნება" იქნება ხელისუფლებაში თუ შემდგომში სხვა პარტია ჩაანაცვლებს მას, იმ პარტიასაც ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, სანამ საქართველო არ შეიცვლის თავის კურსს და კურსის ცვლილებები არ იგეგმება.

ბიძინა ივანიშვილის შემცვლელს ვერც "ქართული ოცნება" იპოვის და მისი ავტორიტეტის მქონე ვერც სხვა პარტია მოიპოვებს, ამ ეტაპზე. ჩვენ, საერთოდ უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ ერთეულ ფიგურებზე ვიყოთ მუდმივად ორიენტირებული და სულ ვიყოთ დიმიტრი გელოვანის ძიების მოლოდინში,“ - ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემას, ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ქველმოქმედების გამო კრიტიკა კარგი ტონი არ არის. 

"ერთი რამ მინდა ვთქვა, ქველმოქმედების გაკრიტიკება არ არის მიღებული და არ არის ეს კარგი ტონი. უმჯობესია ქველმოქმედებაში შეეჯიბრნონ, ვიდრე მისი ქველმოქმედება გააკრიტიკონ, რადგან მსგავსი მასშტაბების ქველმოქმედება იშვიათია. გადახედეთ მის შემოსავლებს, ქონებას და რამდენი აქვს გაღებული. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გააკრიტიკეთ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საკითხებში, სოციალურ საკითხებში, თავდაცვა, უსაფრთხოება, დე ოკუპაცია უამრავი სფეროა და ქველმოქმედებას დაანებონ თავი. ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის რაიმე გადაეცა ფონდ ქართუსთვის და ის,  რეალურად არ განხორციელებულიყო,“ - განაცხადა ამირან სალუქვაძე.

 

 

დღის ამბები