29 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია - მხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილოებს, რომ ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.

"დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე, ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე, ბოლო დღეებია, სხვადასხვა მიზნისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება.

ტემპერატურის კლების გამო, რამდენიმე დღეა, ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისგან,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები