29 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
აშშ ორი მთავარი მოვლენის მოლოდინშია - 11 დღეში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, ტრამპს კი იმპიჩმენტი ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ორი მთავარი მოვლენის მოლოდინშია. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც 20 იანვარს 11 დღეში უნდა გაიმართოს და მოქმედი პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი, ან გადაყენება.

დონალდ ტრამპს საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში, უკვე მეორედ, იმპიჩმენტი ემუქრება. ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა დემოკრატები უარს არ ამბობენ სიმბოლურ აქტზე და მაინც აპირებენ საკითხი დაძრან. ჯონსონისა და კლინტონის შემდეგ, ქვეყნის 45 პრეზიდენტი, შესაძლოა, მესამე აღმოჩნდეს, რომელსაც იმპიჩმენტი დაემუქრება. ამბოხის ხელშეწყობა - ეს არის მისი ოპონენტების მთავარი ბრალდება.

CNN ვიცე-პრეზიდენტთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ მაიკ პენსი არ გამორიცხავს 25-ე შესწორების გამოყენებას. "სიენენი" 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტრამპი პენსზე გაბრაზებულია, პენსი კი ტრამპით იმედგაცრუებული.

ინაუგურაციამდე ზუსტად 11 დღე რჩება, ზუსტად 11 დღეში ტრამპმა ძალაუფლება ოფიციალურად უნდა დათმოს.

დღის ამბები