ბოლო ერთ კვირაში საქართველოს სხვა რეგიონში 300-ზე მეტი კერა იყო - მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობას სუნთქვის პრობლემები შეექმნა.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი როგორც აფხაზეთში, ისე დანარჩენ საქართველოში, ჯერჯერობით, უცნობია. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ეს შესაძლოა უჩვეულო სითბოს და მშრალ ამინდს უკავშირდებოდეს. მაგრამ ამასთან, არ გამორიცხება არც დაუდევრობა და არც მიზანმიმართული ქმედება.