29 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ვირუსის ახალი შტამები ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება

ეპიდვითარების დამძიმებას ბრიტანელები ვირუსის ბავშვებში სწრაფად გავრცელებას უკავშირებენ.

ახალი და უფრო რთული რეალობა ასეთია - კოვიდ-19 თუკი უმეტესწილად ხანდაზმულებში ვლინდებოდა, ახალი შტამები ყველა ასაკის ადამიანში თანაბრად გადადის.

დიდი ბრიტანეთი ახლა ამ რეალობის მაგალითია, 18 წელს ქვემოთ ბავშვები აღმოჩნდნენ იმ ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა გაკონტროლებაც ყველაზე რთულია.

დავალება პირბადის ტარების და სოციალური დისტანციის დაცვა, ხშირ შემთხვევებში მათი მხრიდან შეუსრულებელია.

კუჭნაწლავის პრობლემების გამოვლინება - ღებინება, მუცლის ტკივილი და უმადობა - ეს ის განმასხვავებელი სიმპტომებია, რითიც მოზრდილისა და ბავშვის ავადობა განსხვავდება.

რაც შეეხება მძიმე შემთხვევების სტატისტიკას, 100-დან პროცენტულად ჰოსპიტალიზაციას ამ დროის მონაცემებით მხოლოდ სამი ბავშვი საჭიროებს. ლეტალური შემთხვევები კი მსოფლიო მონაცემებით 0,01 %-ს უდრის. 

დღის ამბები