29 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ტესტირება ეპარქიებში - მიტროპოლიტმა გერასიმემ PCR ტესტი დღეს მედიის თანდასწრებით ჩაიტარა

ეპიდემიოლოგების და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრევენციის მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქის მონაცემების გადამოწმება მაინც გადაწყდა.

ილია მეორეს PCR კვლევა გუშინ, დღის ბოლოს ჩაუტარდა. ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი კი საპატრიარქომ დღეს დილით მიიღო.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აქტიური ტესტირება დაიწყო თითქმის ყველა ეპარქიაში. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი დღეს მედიის თანდასწრებით სამედიცინო დაწესებულებაში მივიდა და PCR კვლევა ჩაიტარა.

პირველი, ვინ საპატრიარქოს რეკომენდაცია გაითვალისწინა, ალავერდის ეპარქია იყო. მიტროპოლიტი დავითი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კვლევები შობამდეც და დღესაც გაგზავნეს გადასამოწმებლად.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში PCR კვლევების დროს ვირუსი მონანზოს დაუდასტურდა.

ახალქალაქში კი სასულიერო პირების უმეტესობას და მათ შორის მიტროპოლიტ ნიკოლოზს ვირუსი გადატანილი აქვს, ლაბორატორიიდან სულ რამდენიმე სტიქაროსნის, მესანთლის და მღვდელმსახურის პასუხს ელოდებიან. 

დღის ამბები