29 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კონტექსტი კიდევ ერთხელ გაყალბდა - გივი მიქანაძე გრეგორი მიკსის ინტერვიუზე

მედიასა და პოლიტიკურ ძალებს "ქართული ოცნება" საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენის გრეგორი მიკსის ინტერვიუ იყო დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მისი ზოგადი შეფასება არჩევნებზე არ გულისხმობდა 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ პროცესებს საქართველოში.

"ამერიკელი კონგრესმენის განცხადების კონტექსტი კიდევ ერთხელ გაყალბდა, მან ზოგადი ხასიათის პასუხი გასცა იმ კითხვაზე, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან იყო დასმული, თუმცა ჟურნალისტის მიერ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს აბსოლუტურად სხვა კონტექსტით იყო გამოყენებული, თითქოს მან ეს გამოიყენა მისადაგებულიყო იმ რეალობასთან და მოცემულობასთან, რაც დღევანდელ რეალურ სიტუაციას შეესაბამება.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები არიან სასოწარკვეთაში და ნებისმიერი ამგვარი ინფორმაცია ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ხოლო ჟურნალისტის მხრიდან ასეთი ინტერპრეტირება და პოლიტიკური ძალებისგან მსგავსი ინტერპრეტირება იმ განცხადებისა, რომელიც ზოგადი ხასიათის შინაარსს წარმოადგენდა, არის მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები