მოსკოვში ხვალ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება.
ლიდერები აპირებენ განიხილონ მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხი და მომდევნო ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად უნდა გადაიდგას.
განსაკუთრებული ყურადღების დათმობა იგეგმება იმ საკითხებისადმი, რომლებიც ომით დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ასევე დაბლოკილი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის აღდგენის საკითხებს.