29 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ თავისუფლების კვარტალში ოპოზიციამ აქცია გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ თავისუფლების კვარტალში ოპოზიციამ აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილებს ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს.

მათი განცხადებით "თავისუფლების კვარტალი" მოეწყობა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, ოპოზიციის თქმით ამ ფორმით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2020 არჩევნები გააყალბეს.

ამბობენ რომ "თავისუფლების კვარტალი" ამავდროულად დაეხმარება მოქალაქეებს მათი პრობლემების მოგვარებაში.პირველ ეტაპზე "თავისუფლების კვარტალი" ქობულეთში,ხელვაჩაურსა და ხულოში მოეწყობა.

შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან უკვე 70 დღეა კარვებია გაშლილი და ოპოზიცია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს 2020-ის არჩევნებს.

ისინი ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

დღის ამბები