უზარმაზარი ორმო გაჩნდა იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთი საავადმყოფოს მანქანების სადგომზე. დაზიანებულია მანქანები და შეჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინციდენტისას არავინ დაშავებულა.
მასიური ორმოს ზომა 2 000 კვადრატულ მეტრს აღემატება. სიღრმეში კი ის 20 მეტრს აღწევს. მომხდარი მიწის ეროზიას უკავშირდება.