29 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილი დახმარების პაკეტის გაცემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

"ლეიბორისტული პარტია" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თვითდასაქმებულებზე 300 ლარიანი კომპენსაცია გაიცემა, დისკრიმინაციულია.

მისი განცხადებით, დახმარების პაკეტი უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზეც, რომლებიც პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

"ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვთ, რომ თუ მთავრობა საკუთარი ნებით არ გაათანაბრებს თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულების კომპენსაციას და ყველა არ მისცემს 200 ლარს, ამ შემთხვევაში, ეს უნდა გამოცხადდეს ანტიკონსიტუციურად სასამართლოს მიერ. ყველა მოქალაქე თანასწორია კონსტიტუციის შესაბამისად," - განაცხადა ჩხარტიშვილმა. 

დღის ამბები