გაგრაში, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერები გაჩნდეს. საშიშროება მეტეოროლოგიურმა პირობებმა შექმნა. ძლიერი ქარი ცეცხლს აღვივებს, რის გამოც ბოლო რამდენიმე საათია, ხანძრის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.
დღეს გაგრაში იწვიმა და ადგილობრივებს გაუჩნდათ იმედი, რომ სწორედ ნალექი ჩააქრობდა ხანძარს, თუმცა წვიმა ქარში გადაიზარდა და შექმნა დამატებით საფრთხე.
ადგილობრივები სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აღწერენ.