ჩხოროწყუში 35 წლის კობა წურწუმიამ მამას, 62 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა და ამ მიზნით სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიიყენა. 62 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, კობა წურწუმია კი კლინიკაში გადაიყვანეს.
რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. "კურიერთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ აქამდე მამა-შვილს ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მამის მკვლელობაში მხილებული კობა წურწუმია ახლა საავადმყოფოში, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.