29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინში - სპეციალისტები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ

სპეციალისტების ვარაუდით, დღესასწაულების რეკომენდაციების დარღვევით აღნიშვნა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის. მათივე ვარაუდით, ეს რეალობა სტატისტიკაში, დაახლოებით, 10-15 დღეში უნდა აისახოს.

პარალელურად, მსოფლიო პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინშია, რომელსაც აპრილის თვიდან პროგნოზირებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის მართვის თვალსაზრისით სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, მესამე ტალღა საქართველოში, შესაძლოა, გაცილებით ადრე დადგეს. 

ინფექციის გავრცელების ზრდის შესაჩერებლად რეკომენდაცია უცვლელია - პირბადე და სოციალური დისტანცია ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად რჩება. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას თებერვალში მიიღებს და მოწყვლადი ჯგუფების იმუნიზაციის პროცესიც დაიწყება. 

დღის ამბები