29 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა დღეს ბრიტანეთის დედოფალმა გაიკეთა - ამ დროისთვის ვაქცინაცია 40 ქვეყანაში მიმდინარეობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაცია 40 ქვეყანაში მიმდინარეობს. 

დღეს ვაქცინა გაიკეთა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა მეუღლემაც, ხანდაზმული ასაკის გამო, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ვაქცინაციის ფარგლებში პრიორიტეტულ ჯგუფს განეკუთვნებიან.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 90 მილიონს აღწევს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით თითქმის 2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 64 მილიონს გადააჭარბა.

ლიდერობს აშშ, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაცია 40 ქვეყანაში მიმდინარეობს. 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი.

დღის ამბები